ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმების გაფრთხილების სისტემების მიწოდებას გეგმავს

ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემების მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ გაეროში ს მუდმივმა წარმომადგენელმა, გილად ერდანმა ისაუბრა.
“ისრაელი მუშაობს იმაზე, რომ ს სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს”. – აღნიშნა ერდანმა.
ერდანის თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის სამხედრო პოტენციალს “უკრაინელ მეგობრებს” უზიარებს.
ამასთან, ელჩის თქმით, ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების პირველ დღეებში ისრაელმა უკრაინას 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული აღჭურვილობა გაუგზავნა.
“გარდა ამისა, ასობით უკრაინელმა მკურნალობა ისრაელის საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში გაიარა”. – თქვა ერდანმა.
ამავდროულად, ერდანმა აღნიშნა, რომ ირანი რუსეთს აწვდის დრონებს, რომელსაც მოსკოვი უკრაინასთან ომში იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ