ტურისტებს ქვეყნის დასატოვებლად სპეციალური ფრენებით დაეხმარება

ისრაელი ტურისტებს ქვეყნის დასატოვებლად სპეციალური ფრენებით დაეხმარება. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ისრაელის ტურიზმის სამინისტრო ქვეყანაში მყოფ ტურისტებს სპეციალურად კოორდინირებული ფრენებისთვის რეგისტრაციაში დაეხმარება მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება.
ამისთვის, ისრაელის ტურიზმის სამინისტრომ სპეციალური ციფრული სარეგისტრაციო ფორმა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებით მიეწოდება ტურიზმის ორგანიზატორებს, სასტუმროებს, გიდებს და ტურისტული ინდუსტრიის სხვა აქტორებს. მათი ცნობით, ამჟამად ისრაელში 38 000 ტურისტი იმყოფება.
ტურიზმის სამინისტროს ცნობით, ისინი სიას შეადგენენ და, შემდგომ, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ტრანსპორტის სამინისტროს გადასცემენ, რათა ტურისტების ქვეყნიდან წასვლის ხელშესაწყობად ავიახაზებთან კოორდინაცია შედგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)