ისრაელი არ დაუშვებს თურქული ჯარების განლაგებას გოლანის მაღლობებთან. თურქეთის რეგიონში ყოფნა მომავალ კვირას ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილება, იუწყება გამოხემა Ynet-ი.
ისრაელი შიშობს, რომ თურქეთს შეუძლია სირიაში ბაზების გამოყენება დრონებისა და საჰაერო თავდაცვისთვის, რაც გაართულებს საზღვრის დაცვის ძალისხმევას და შესაძლოა სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანოს, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გასული წლის ბოლოს ექს-პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემამდე ისრაელთან დამაკავშირებელ სირიის სასაზღვრო ზონაში რუსეთის ძალები იყვნენ დისლოცირებული, რომლებთანაც, სავარაუდოდ, ისრაელის მხარეს კომუნიკაცია ჰქონდა მოწესრიგებული. თუ ამ რეგიონში თურქეთის არმია შევა, ისრაელს მოუწევს ყურადღებით განიხილოს ნებისმიერი ქმედება თავისი მოქალაქეების დასაცავად და გაითვალისწინოს, გამოიწვევს თუ არა ასეთი ქმედებები თურქეთთან სამხედრო კონფლიქტს.
ისრაელი ასევე შეშფოთებულია, სირიიდან ღაზას სექტორამდე, თურქეთის ეგიდით სუნიტური ისლამისტური ღერძის ჩამოყალიბებით, რამაც შეიძლება შეცვალოს ირანის შიიტური გავლენა.
ამავე დროს, თურქეთი ინარჩუნებს ისრაელთან კომუნიკაციის დიპლომატიურ არხებს და დიალოგი გრძელდება.
ისრაელის წინადადება ითვალისწინებს სირიის დროებით დაყოფას შეერთებული შტატების, რუსეთისა და თურქეთის გავლენის ზონებად სირის გარდამავალი მთავრობის მონაწილეობით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.
ახლად დანიშნული სირიის კაბინეტი სავარაუდოდ ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებს. ამ დროის განმავლობაში ქვეყნის კონსტიტუციაში საჭირო ცვლილებები შევა და საყოველთაო არჩევნები ჩატარდება.
ფორუმი