ისრაელი სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს

ისრაელი სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს. ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო.
„ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს სახმელეთო ოპერაციის გაფართოებას ჰამასის ცენტრების წინააღმდეგ მთელ ღაზას სექტორში,“ – განუცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თელ-ავივში ჟურნალისტებს.
„ჩვენი ძალები პირისპირ ხვდებიან ტერორისტებს და ანადგურებენ მათ.“- განაცხადა ჰაგარიმ.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს შეფასებით, ღაზას სექტორში 1,8 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები.

ასევე დაგაინტერესებთ

„რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება“ – დავით სონღულაშვილი