ისრაელი სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში 7 ოქტომბერს მძევლები შეჰყავთ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა გაავრცელეს, რომელშიც, მათი მტკიცებით, ასახულია, როგორ შეჰყავთ „ჰამასის“ მებრძოლებს 7 ოქტომბერს, ალ-შიფას საავადმყოფოში ორი მძევალი.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ორი ვიდეოჩანაწერი და რამდენიმე ფოტოსურათი წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ მძევლებს შენობაში გადაადგილებას ძალის გამოყენებით აიძულებენ.
ჰაგარის არ განუმარტავს, როგორ მოიპოვა ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვიდეო და ფოტო მასალა, თუმცა აღნიშნა, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციაში, რომლის მიზანი მძევლების აღმოჩენაა, ისრაელის დაზვერვის ოფიცრებიც მონაწილეობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…