ისრაელი სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეო მასალას აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში 7 ოქტომბერს მძევლები შეჰყავთ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალა გაავრცელეს, რომელშიც, მათი მტკიცებით, ასახულია, როგორ შეჰყავთ „ჰამასის“ მებრძოლებს 7 ოქტომბერს ალ-შიფას საავადმყოფოში ორი მძევალი.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ორი ვიდეოჩანაწერი და რამდენიმე ფოტოსურათი წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ მძევლებს შენობაში გადაადგილებას ძალის გამოყენებით აიძულებენ.
ჰაგარის არ განუმარტავს, როგორ მოიპოვა ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვიდეო და ფოტო მასალა, თუმცა აღნიშნა, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციაში, რომლის მიზანი მძევლების აღმოჩენაა, ისრაელის დაზვერვის ოფიცრებიც მონაწილეობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას

თაზო დათუნაშვილი – კომიკური და უდიდესი უტიფრობაა, რომ ერთი ხელით დანაშაულს სჩადის მთელი ძალოვანი სისტემა „ქურდული სამყაროს“ დახმარებით და მეორე ხელით თავისი შემოქმედების გამოძიებას იწყებს