ისრაელი ომში ყველა თავისი მიზნის ერთგულია – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელს ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი. რთ) წინააღმდეგ ომში ყველა თავისი მიზნის მიღწევის ერთგულია – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა მ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას 18 მარტს, თავის ქვეყანაზე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, შეამსუბუქოს თავისი ოპერაციები ღაზაში.
თავიანთი პირველი სატელეფონო საუბრისას ბოლო თითქმის ერთ თვეში, როცა ბაიდენი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს ომის ზეგავლენის შესახებ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ნეთანიაჰუმ გაიმეორა, რომ “ ომში ყველა მიზნის მიღწევის ერთგულია”, თქვა ისრაელის პრემიერმა თავის განცხადებაში.
ნეთანიაჰუმ მიზნებად დაასახელა ჰამასის ლიკვიდაცია, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ “ღაზა აღარასდროს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის”.
მან ასევე გამოყო “არსებითი ჰუმანიტარული დახმარების” უზრუნველყოფა, რომელიც “ხელს უწყობს ამ მიზნების მიღწევას”. ნეთანიაჰუმ და ბაიდენმა ბოლოს 15 თებერვალს ისაუბრეს. ისრაელის ლიდერმა უარყო ზეწოლა ვაშინგტონის მხრიდან და ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ისრაელი განახორციელებს შეტევის გეგმას ჰამასის გასანადგურებლად ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი აფარებს თავს.
ისრაელმა ღაზის სექტორის ქალაქების და დასახლებული პუნქტების დაბომბვა დაიწყო სახმელეთო შეტევასთან ერთად, 7 ოქტომბერს, ჰამასის უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც 1160 ადამიანი დაიღუპა ისრაელში, უმეტესად მშვიდობიანი მცხოვრებლები, – AFP-ს ოფიციალური მონაცემების თანახმად.
ჰამასმა და სხვა დაჯგუფებებმა ასევე აიყვანეს მძევლები, რომელთაგან დაახლოებით 130, ისრაელის ვარაუდით, კვლავ ღაზაში რჩება, 33 ადამიანი სავარაუდოდ, დაღუპულია.
თანახმად ჯანდაცვის სამინისტროსა ღაზის სექტორში, რომელსაც ჰამასი მართავს, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 32 000 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად – ქალები და ბავშვები.

ასევე დაგაინტერესებთ