მძევლების გათავისუფლების შესახებ -ის წინადადებას მხარს უჭერს

ისრაელი მძევლების გათავისუფლების შესახებ -ის წინადადებას მხარს უჭერს, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, პოზიტიური იყო.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის ერთგულება მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის ამჟამინდელი წინადადების მიმართ, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს ითვალისწინებს, რასაც ის კატეგორიულად მოითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ ღამით, „ჰამასმა“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაკ მირიანაშვილი: უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს… ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს. ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ