მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხურავს საელჩოებს და საკონსულო მომსახურებას არ გაწევს

ისრაელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხურავს საელჩოებს და საკონსულო მომსახურებას არ გაწევს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საელჩოები ავრცელებენ.
„ბოლო მოვლენების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის [დიპლომატიური] მისიები დახურული იქნება და საკონსულო მომსახურება არ გაიწევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების მხრივ რამდენიმე რჩევას აძლევს:
– მოერიდონ ებრაული ან ისრაელური სიმბოლოების გამოჩენას საჯარო სივრცეებში;
– თავი შეიკავონ სოციალურ მედიაში საკუთარი ლოკაციის ან სამოგზაურო გეგმების შესახებ იდენტიფიცირებადი დეტალების გავრცელებისგან;
– მოერიდონ ისრაელურ ან ებრაულ თემებთან ასოცირებულ დიდ შეკრებებში ან ღონისძიებაში მონაწილეობას;
– ითანამშრომლონ ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან და დაუყოვნებლივ მიჰყვნენ მათ ინსტრუქციებს თუ მტრული აქტივობის წინაშე აღმოჩნდებიან;
– განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ საჯარო სივრცეებში.