ისრაელი მზად არის, მიიღოს 100 000 ადამიანი სამუშაოდ. იხვეწება, რომ ქართველები სამუშაოდ ჩავიდნენ“- საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი

მზად არის, მიიღოს 100 000 ადამიანი სამუშაოდ. ასევე შესაძლებელია, ქართველმა ტურისტმა ისრაელის აეროპორტში მხოლოდ 3 წუთი მოიცადოს, თუ ასე არ ხდება – ეს არის იმ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ფულს იღებენ იმისთვის, რომ ისრაელი გალანძღონ”, – ამის შესახებ საქართველო – ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა და „ისრაელის სახლის” დამაარსებელმა იციკ მოშემ, “პალიტრანიუსის” გადაცემაში ” სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან” განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ბოლომდე არ იყენებს იმ პოტენციალს, რისი მიღებაც ისრაელისგან სხვადასხვა სექტორში შეუძლია.
საქართველო- ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ისრაელის კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ ინვესტორები, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ, არ ეშინიათ არც კრიზისის და არც რუსთაველზე მიტინგების.
იციკ მოშემ ისრაელი-ირანის ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა, რეგიონში “ოქროს ხანა” დაიწყოს, თუმცა ამისთვის ისრაელს დახმარება სჭირდება.
“შეუძლებელია 80% გააკეთოს ისრაელმა და მსოფლიომ მხოლოდ უყუროს”,- განაცხადა მოშემ.
მისივე თქმით, ორი ერის ურთიერთობა სანიმუშო და სამაგალითოა.
“მთელ ჩვენ წარსულს, ქართულ- ებრაული ურთიერთობას უნდა დავარქვათ ერთი სახელი, ეს არის კარგი ურთიერთობა ორ ერს შორის. ყოველი დამატებითი სიტყვა დააზიანებს ჩვენს ხვალინდელ დღეს. ჩვენ ეს ურთიერთობა უნდა გამოვიყენოთ მომავალი კავშირებისთვის. სიტყვა “ქართველი ებრაელი ” უნდა ამოიჭრას ამ ურთიერთობიდან. ქართველი ებრაელები საქართველოში თითქმის აღარ ცხოვრობენ. თქვენ წინაშეა მეგობარი ქვეყანა, რომელიც არის ლიდერი მსოფლიოში, რომელმაც დააჩოქა მსოფლიოში ყველაზე დიდი სატანა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა პოტენციალი აქვს ისრაელს.
მე პირადად, არ ვარ კმაყოფილი საქართველო -ისრაელის ამჟამინდელი ურთიერთობით. ისრაელი არის საკმარისი, რომ საქართველომ ყველა სფეროში მიიღოს თანამშრომლობა. თქვენ გყავთ მეგობარი ქვეყანა, რომელმაც განახორციელა 2 მილიარდი დოლარის კონტრიბუცია საქართველოში. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ისრაელიდან შემოვიდეს წელიწადში 500 000 ტურისტი, რომელიც არის 500 მილიონი დოლარის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ჩამოდიან ინვესტორები, რომელთაც არ ეშინიათ არც ომის, არც კრიზისის, არც რუსთაველზე მიტინგების. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საჭიროა ვიცოდეთ ისრაელის ზომა და უნდა გვიხაროდეს, რომ ასეთი ქვეყანა არის შენი მეგობარი,” – ამბობს იციკ მოშე.
მისივე განმარტებით, ყველაფერი არსებობს იმისთვის, რომ საქართველო- ისრაელის ურთიერთობები იყოს გამართული.
“ისრაელთან არის თავისუფალი მიმოსვლა? – არის. ერთი ქართველი არის, რომელიც შევიდა ისრაელში? – არის. დასაქმებული არის კანონიერად ისრაელში? – არის. პირდაპირი დავალებაა, რომ საქართველოდან უნდა ჩავიდეს მილიონი ტურისტი. ისრაელს სჭირდება მუშახელი? ხვალვე მზად არის ისრაელი მიიღოს 100 000 ადამიანი. ყველა ქართველმა უნდა შეძლოს ისრაელში შესვლა სამუშაოდ 1 დოლარის გადახდის გარეშე. ვეუბნები ყველას, არ გადაიხადოთ 10 000 დოლარი, ეს არის დანაშაული, საქართველოს მიმართ, ისრაელის მიმართ და ეს არის დანაშაული ამ კავშირების. საქართველოდან შეუძლიათ ადამიანებს შევიდნენ ყველანაირი გადასახადის გარეშე, ყველა ტურისტს შეუძლია შევიდეს ისრაელში, ყველა კანონი არის ამისთვის, დანარჩენს თუ ვერ გააკეთებთ, ეს არ არის ისრაელის პრობლემა, ეს არის საქართველოს პრობლემა, ეს არის ქართული ენჯეოების პრობლემა და იმ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ფულს იღებენ იმისთვის, რომ ისრაელი გალანძღონ.
ყველაფერი არსებობს იმისთვის, რომ საქართველო- ისრაელის ურთიერთობები იყოს გამართული. მე მზად ვარ ჩავერთო, შესაძლებელია მოგვარდეს, რომ ქართველმა ტურისტმა ისრაელის აეროპორტში მოიცადოს მხოლოდ 3 წუთი, შესაძლებელია, რომ ქართველი ტურისტი შევიდეს ისრაელში ღირსეულად, როგორც ეკუთვნის. მე მზად ვარ დავეხმარო ყველა ქართულ ორგანიზაციას, თუ ამის გაკეთება მოუნდათ. ეს საკითხები ძალიან მოქმედებს, კიდევ კარგი ისრაელის ტურისტებმა ქართული არ იციან,” – ამბობს საქართველო – ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი.
კითხვაზე, სამთავრობათაშორისო ურთიერთობები რას აკეთებს ასეთ დროს, რა ფუნქცია აქვთ მათ და რატომ ვერ ხდება ამ საკითხების მოგვარება, იციკ მოშეს პასუხი ასეთია:
“თქვენ გინდათ, რომ ომის პირობებში ისრაელმა კანონებიც გამოუშვას და ყველა პირობა შექმნას? ირანს უნდოდა ისრაელის ბოლომდე განადგურება და თქვენ ელოდებით მეგობარ ქვეყანას? ქართულმა მხარემ უნდა იცოდეს, რა არის ქართული ინტერესი. უნდა მიხედოს ქართულმა მხარემ ამ საკითხს და ისრაელს მოელაპარაკოს. ისრაელი ამის ინიციატორი არ იქნება. ყველა შანსს ეძებს, რომ ანტიისრაელური სტატია დაწეროს, ალბათ, იქაც იციან, რომ ის ვინც შედის, ანტიისრაელური განწყობითაა და მაგიტომ არ უშვებენ ისრაელში. ისრაელი იხვეწება, რომ ქართველები შევიდნენ სამუშაოდ. პროფესიონალებიც არიან და მეგობრებიც არიან,” – განმარტავს იციკ მოშე.
კითხვაზე, დაუყენებია თუ არა ეს საკითხი პალატის ეგიდით და რა იმპულსი წამოსულა საქართველოს მთავრობის მხრიდან, მოშე ამბობს:
“მე თუ არ დავინახე ქართული ინტერესი, არ მაინტერესებს ეს თემა. ვნახოთ ამ გადაცემის შემდეგ, რა ინტერესი იქნება,” – განმარტავს ის.
bpn.ge