ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესს ხედავს

ისრაელმა განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესია. 11 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში იმით, რომ “ჰეზბოლას” სირიაში ხელახალი შეიარაღების საშუალება არ მისცეს.
სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ს განცხადების მიუხედავად, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფმა განაცხადა, რომ არ მიუღია რაიმე ახალი ზავის წინადადება.
“ჰეზბოლაში” განაცხადეს, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მის მხარდამჭერებთან თეირანში, ასევე ვაშინგტონთან და მოსკოვთან. ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ბრძოლასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ საკმარისი იარაღი აქვთ “გრძელვადიანი ომისთვის”.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გედეონ საარმა განაცხადა, რომ “ჰეზბოლას” წინააღმდეგ ომი ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა იქნება მისი აღსრულება. თუმცა, ასევე დასძინა, რომ მოლაპარაკებებში “გარკვეული პროგრესია”.
პარალელურად, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების იმედები სულ უფრო მცირდება მას შემდეგ, რაც კატარმა მედიატორის როლის შესრულებაზე უარი განაცხადა და ეს პასუხისმგებლობა შეიჩერა.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი ღაზაში წელიწადზე მეტია გრძელდება. ღაზაში ისრაელის ომი, „ჰამასის“ წინააღმდეგ, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს და მოკლეს 1 200-ზე მეტი ადამიანი, 250 კი მძევლად აიყვანეს. ამ დრომდე, „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება 100 მძევალი, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, არიან მცირეწლოვნებიც. მასზე თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელსაც “ჰამასის” მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეტწილად ქალებისა და ბავშვების.