ისრაელი ლიბანის 30-მდე სოფლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს – „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ცნობები ისრაელის ძალების ლიბანში შესვლის შესახებ სიცრუეა

ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ სამხრეთ ლიბანის 30-მდე სასაზღვრო სოფლის მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ და მდინარე ავალის ჩრდილოეთით გადასვლისკენ მოუწოდა.
ს თავდაცვის ძალებს არ სურს ზიანი მოგაყენოთ და თქვენივე უსაფრთხოებისთვის სასწრაფოდ უნდა მოახდინოთ თქვენი სახლების ევაკუირება“, – განაცხადა ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ისრაელი მოსახლეობას შეატყობინებს, როდის შეძლებენ სახლებში დაბრუნებას.
ამასთან, „ჰეზბოლა“ უარყოფს ინფორმაციას, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები ლიბანში შევიდნენ და აცხადებს, რომ თუ ისინი საზღვარს გადაკვეთენ, „ჰეზბოლას“ მებრძოლები მზად არიან პირდაპირი დაპირისპირებისთვის.
ჰეზბოლას სპიკერმა მოჰამედ აფიფიმ თქვა, რომ ცნობები, თითქოს ისრაელის ჯარები ლიბანში შევიდნენ, “ცრუ პრეტენზიაა”.
Associated Press-ის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ პრესსპიკერმა, მუჰამედ აფიფიმ განაცხადა, რომ „ცნობები ისრაელის ძალების ლიბანში შესვლის შესახებ, ცრუ პრეტენზიებია“.
„მზად ვართ პირდაპირი დაპირისპირებისთვის მოწინააღმდეგის ძალებთან, რომლებიც გაბედავენ ან შეეცდებიან შევიდნენ ლიბანში“, – აღნიშნა მუჰამედ აფიფიმ.
მისი თქმით, „ჰეზბოლას“ მიერ ცენტრალური ისრაელის მიმართულებით საშუალო რადიუსის რაკეტების გასროლა „მხოლოდ დასაწყისია”.

ასევე დაგაინტერესებთ