ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ლიბანთან მოლაპარაკებებს “რაც შეიძლება მალე” დაიწყებს.
“ლიბანის მხრიდან ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების განმეორებითი მოთხოვნების ფონზე, გუშინ კაბინეტს დავავალე, რომ ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს”. – თქვა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, “მოლაპარაკებები კონცენტრირებული იქნება ჰეზბოლას განიარაღებასა და ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებაზე”. მანვე დაამატა, რომ ისრაელი “აფასებს ლიბანის პრემიერმინისტრის მხრიდან დღევანდელ მოწოდებას ბეირუტის დემილიტარიზაციისკენ”.
ნეთანიაჰუს განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ლიბანის პრეზიდენტმა ჯოსეფ აუნმა თქვა, რომ “ლიბანში ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, რასაც მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მოჰყვება”.
აშშ-ს მხრიდან ირანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ისრაელის არმიამ 8 აპრილს მასშტაბური იერიშები მიიტანა ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე, რის შემდეგაც თეირანმა ისრაელი და აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა, აშშ და ისრაელი აცხადებენ, რომ ლიბანი შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
ტრამპის თქმით, ლიბანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ მოიცავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს