ისრაელი კვლავ უტევს ბეირუთის გარეუბნებს და ლიბანის სამხრეთ დასახლებებს

ისრაელის მორიგი საჰაერო თავდასხმის შედეგად, ლიბანის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნაბათიეში, სულ ცოტა, 5 ადამიანი დაიღუპა. განცხადება 16 ოქტომბერს ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ოფიციალური ცნობების მიხედვით, დაღუპულთა შორის, ქალაქის მერიცაა.
ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ნაბათიეს მიმართულებით, იერიში “ჰეზბოლას” სამიზნეებზე მიიტანეს, კერძოდ – მათ მიწისქვეშა იარაღის საცავზე. ამასთან, ისრაელმა სამიზნეთა მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ჯანინ ჰენის-პლაშაერტმა, გაეროს სპეციალურმა კოორდინატორმა ლიბანში, თქვა, რომ ისრაელის თავდასხმა “დაერთო სხვა ინციდენტებს, რომელთა განმავლობაში, მთელი ლიბანის მასშტაბით, სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა”. გაეროს წარმომადგენლის თქმით, ლიბანის მშვიდობიან მოქალაქეებში “ტანჯვა უპრეცედენტოდ მაღალია”.
ისრაელის ცნობით, 16 ოქტომბერს ლიბანის მხრიდანაც 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ამ ფაქტს თავად ლიბანში მოქმედი ჯგუფი “ჰეზბოლაც” ადასტურებს, რომელიც აცხადებს, რომ მათი სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილი იყო.
ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა ვითარების ესკალაციის გამო, ისრაელთან შეშფოთება გამოხატა. „როცა საქმე ეხება დაბომბვის კამპანიის მასშტაბებსა და ხასიათს, ის, რაც ჩვენ ბეირუთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიხილეთ, ამაზე ნათლად განვუცხადეთ ისრაელის მთავრობას, რომ მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებულნი ვართ და ამას ვეწინააღმდეგებით“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებთან დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პარალელურად, შეერთებული შტატები ითხოვს, რომ ისრაელმა გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში და იქ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში პალესტინელთა შიმშილი აღკვეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონმა შესაძლოა ისრაელის სამხედრო მხარდაჭერა შეზღუდოს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ისრაელის მაღალჩინოსნებთან შეშფოთება წერილობით გამოხატეს. 13 ოქტომბერს მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი “ღრმად არის შეშფოთებული ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებით”. შეერთებული შტატები ამ თვეში ისრაელის მთავრობისგან ითხოვს “გადაუდებელ და მდგრად ქმედებებს აღნიშნული ტრაექტორიის შესაცვლელად”.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია: ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მმთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს