ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ „ბიბისი” ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, იერიშის შედეგად ნობანიადის რაიონში მდებარე ირანის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი შენობა დაზიანდა. ამასთან, ცალკე თავდასხმის დროს დაზიანდა თავდაცვის სამინისტროს ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის შენობა.
ირანის იერიშის შედეგად, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაღუპულთა შორის 20 წლის გოგოა. დაშავებულია 16 ადამიანი. ისრაელის მედიის ცნობით, ბალისტიკური რაკეტა ჰაიფას აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტამრაში ორსართულიან სახლს მოხვდა.
ისრაელის ძალებმა თეირანში შაჰრანის ნავთობის საცავი დაბომბეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. აღნიშნულ საჰაერო თავდასხმას ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი გამოეხმაურა. „თეირანი იწვის“, – წერს ისრაელ კაცი.
