ისრაელი თეირანთან ახლოს რაკეტების წარმოების ობიექტს უტევს

ისრაელი ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს მდებარე ხოჯირის რაკეტების წარმოების ობიექტზე იერიშს ახორციელებს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დარტყმების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ს თავდაცვის ძალებმა თეირანის ნაწილის მოსახლეობა ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა და შემდეგ განაცხადა, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე დარტყმების სერიას ახორციელებდა.
მედია წერს, რომ ხოჯირის რაკეტების წარმოების ობიექტი მნიშვნელოვანია ირანის ბალისტიკური რაკეტების ინფრასტრუქტურისთვის და ისრაელმა მას 2024 წლის ოქტომბერშიც დაარტყა.