ისრაელი ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელშიც, როგორც თავდაცვის უწყება განმარტავს, 7 ოქტომბერს, ალ-შიფას საავადმყოფოში მძევლების შეყვანაა ასახული

ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფო “ალ-შიფას” სამეთვალყურეო სისტემებით გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა გაავრცელა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მასზე ჩანს, თუ როგორ შეჰყავთ 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლები “ჰამასის” წარმომადგენლებს საავადმყოფოს ტერიტორიაზე.
ამავე დროს, “ცახალი” ავრცელებს კლინიკის ქვეშ გადაღებულ კადრებსაც, სადაც გვირაბი ჩანს. ებრაელი სამხედროების თქმით, კადრები ადასტურებს, რომ “ჰამასი” საავადმყოფოს კომპლექსის შენობებს ტერორისტული ქმედებების დასაფარად იყენებს.
პარალელურად, ღაზის სექტორზე ინტენსიური იერიში გრძელდება. ამავე დროს, ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანში, “ჰეზბოლას” ტერორისტულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საპასუხო იერიში მიიტანეს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ “ჰეზბოლამ” ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით, 1000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე

ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, იყო მარტივი გათვლა – ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო „ბი-ბი-სის“ მიერ, შემდეგ შესაბამისი ჩანაწერები უნდა მოხვედრილიყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში