ისრაელი და ჰეზბოლა ახალი დარტყმების შესახებ იუწყებიან

ისრაელზე ირანის სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დღეს, 2 ოქტომბერს ს არმიამ მორიგი იერიში მიიტანა ჰეზბოლას ობიექტებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამ რაიონის მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
თავის მხრივ, ჰეზბოლამ დღეს დილით განაცხადა, რომ სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელის ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვრის მახლობლად მდებარე ყაზარმებზე. ისრაელის არმიას ეს ცნობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
კლინიკა რამბაბის წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში „ინციდენტი“ მოხდა, თუმცა, დაშავებულების შესახებ ვერაფერს იტყვის. ეს კლინიკა ისრაელის ჩრდილოეთში მთავარი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამხედროებსაც მკურნალობენ.
ჰეზბოლა წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს. ისრაელთან ერთად ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული -ს. ევროკავშირი ტერორისტულად ცნობს მხოლოდ ჰეზბოლას გასამხედროებულ ფრთას.
ისრაელმა ჰეზბოლას ობიექტებზე საავიაციო დარტყმები სექტემბრის ბოლოდან დაიწყო. 27 სექტემბერს ბეირუთზე შეტევის შედეგად მოკლეს ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა.
1 ოქტომბერს ისრაელმა გამოაცხადა, რომ ჰეზბოლას „ტერორისტული ობიექტების და ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ დაწყებულია „შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზნობრივი რეიდი“. იმავე საღამოს, ჰეზბოლას მხარდამჭერმა ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
· ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
· ჰამასის მხარდამჭერია ჰეზბოლა, რომელიც წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს.
· ჰამასს და ჰეზბოლას მხარს უჭერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე, როდესაც გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი – ეს არის არჩევანი, ან ირჩევ ილიას, ექვთიმეს, ქაქუცას გზას, ან ბიძინას და პუტინის გზას