გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც სომალილენდის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა

ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც სომალილენდის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
ს სახელით დეკლარაციას ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი, ხოლო თავისი ქვეყნის სახელით ხელს აწერს სომალილენდის პრეზიდენტი აბდირაჰმან მოჰამედ აბდულაჰი.
აბდულაჰისთან ტელეფონით საუბრისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა ისტორიულია.
„ჩვენ ვაპირებთ თქვენთან ვითანამშრომლოთ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და სოციალური განვითარების სფეროებში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ აბდულაჰი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და განაცხადა, რომ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობებს სომალილენდის სურვილს, შეუერთდეს აბრაამის შეთანხმებებს.
აბდულაჰის თქმით, ის „რაც შეიძლება მალე“ ჩავა ისრაელში.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს, „მოსადის“ დირექტორს, დევიდ ბარნეას და „მოსადს“, ორ ქვეყანას შორის აღიარების ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის და სომალილენდის ხალხს წარმატებას, კეთილდღეობასა და თავისუფლებას უსურვებს“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში.
გიდეონ საარი აცხადებს, რომ ორივე ქვეყანაში საელჩოები გაიხსნება და ელჩები დაინიშნებიან. ისრაელის მედიის თანახმად, ეს ნაბიჯი აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გადაიდგა, რომ სომალილენდი იმ რამდენიმე ქვეყანას შორის იყო, რომლებიც ისრაელთან ღაზის სექტორიდან პალესტინელების პოტენციურ განსახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
ისრაელის მედიის თანახმად, სუნიტი მუსლიმებით დასახლებული სომალილენდი 1960 წელს ხუთდღიანი დამოუკიდებლობით სარგებლობდა, რომლის დროსაც იგი ისრაელმა და 34 სხვა ქვეყანამ აღიარა, ვიდრე სომალისთან გაერთიანდებოდა. სომალილენდი ოფიციალურად 1991 წელს გამოეყო სომალის და მიუხედავად იმისა, რომ სხვა არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა იგი, რამდენიმე გავლენიანმა ქვეყანამ, დიდმა ბრიტანეთმა, ეთიოპიამ, თურქეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მ, კენიამ და ტაივანმა, შეინარჩუნა სამეკავშირეო ოფისები.
1tv.ge