ისრაელი ავტომატურად აღარ დაამტკიცებს სავიზო განაცხადებს გაეროს თანამშრომლებისთვის და გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავს. ამის შესახებ 26 დეკემბერს ისრაელის მთავრობის სპიკერმა ეილონ ლევიმ განაცხადა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გაეროს მუშაკებისგან სავიზო განაცხადები ავტომატურად აღარ იქნება დამტკიცებული. სამაგიეროდ, ისინი განიხილება ინდივიდუალურად“, – აღნიშნავს ლევი სოციალურ მედია X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეო შეტყობინებაში.
ამავე დროს, მან განაცხადა, რომ „ისრაელი შეწყვეტს მუშაობას მათთან, ვინც ჰამასის ტერორისტული რეჟიმის პროპაგანდისტულ მანქანასთან თანამშრომლობს“.
დეკემბრის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელი კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას და მის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სჭირდებოდა მთავრობის შეცვლა პალესტინის პრობლემის გადასაჭრელად.
მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ჰამასის დაჯგუფების თავდასხმა ვერ გაამართლებს ისრაელის ქმედებებს ღაზას სექტორში, რაც წარმოადგენს „პალესტინელი ხალხის კოლექტიური დასჯას“.