გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობას წყვეტს

ისრაელი მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში, უერთდება -ს და არ მიიღებს მონაწილეობას UNHRC-ის მუშაობაში, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, გედეონ საარი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ ანგარიშზე წერს.
მისი მტკიცებით, UNHRC-ი ტრადიციულად იცავს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს და დემონიზაციას უწევს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ დემოკრატიას – ისრაელს.
“ეს ორგანო, ადამიანის უფლებების ხელშეწყობის ნაცვლად, ფოკუსირებულია დემოკრატიულ ქვეყანაზე თავდასხმასა და ანტისემიტიზმის პროპაგანდაზე”, – წერს მინისტრი.
გედეონ საარი თქმით, ისრაელის წინააღმდეგ მიიღეს ასზე მეტი რეზოლუცია, რომელიც ქვეყანას გმობს.
“ეს წარმოადგენს საბჭოში მიღებული ყველა რეზოლუციის 20%-ზე მეტს – იმაზე მეტს, ვიდრე ირანის, კუბის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელას წინააღმდეგ ერთად. ისრაელი აღარ მიიღებს ამ დისკრიმინაციას!” – წერს მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას