ისრაელი აცხადებს, რომ ჰეზბოლას ჭურვი საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა — დაიღუპა 12 მოზარდი

ისრაელი აცხადებს, რომ ჰეზბოლას იერიშს 12 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჭურვი ს მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე მდებარე დასახლებაში საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ახალგაზრდები ფეხბურთს თამაშობდნენ.
როგორც BBC წერს, ისრაელის მხარე მომხდარში ლინაბურ შეიარაღებულ დაჯგუფება ჰეზბოლას ადანაშაულებს, თუმცა თავად დაჯგუფება „კატეგორიულად უარყოფს” რაიმე სახის ჩართულობას მომხდარში.
საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გამთენიისას იერიში მიიტანეს ჰეზბოლას სამიზნეებზე ლიბანის ტერიტორიაზე.
მომხდართან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ჰეზბოლა ამისთვის „მძიმე საზღაურს გადაიხდის“. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპული მოზარდები 10-დან 16 წლამდე ასაკის იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ