ისრაელი აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰამასის“ პოზიციები დაბომბა – დაიღუპა 300-მდე ადამიანი

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე მასშტაბური დაბომბვა განახორციელა.
„სი-ბი-ესი“ წერს, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 270 ადამიანი, ათასზე მეტი კი დაშავდა.
აცხადებს, რომ დაბომბვის მიზანი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში „ჰეზბოლას“ მებრძოლებისა და მათი იარაღის განადგურება იყო. ამ დაბომბვას წინ უძღოდა „ჰეზბოლას“ მიერ ჩრდილოეთ ისრაელის დაბომბვა.
დაბომბვამდე, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა სხვადასხვა საშუალებით არაერთხელ მოუწოდეს სამოქალაქო პირებს, დატოვონ შენობები და ზონები, სადაც „ჰეზბოლას“ მებრძოლები ან იარაღია.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოკლულთა შორის არიან ქალები, ბავშვები და სასწრაფო დახმარების ექიმები. „ჰეზბოლას“ დაღუპული წევრების რაოდენობა უცნობია.
„ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის წინა წლის 7 ოქტომბერს კვლავ განახლებული კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა ბოლო კვირაში, როცა „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერები და რაციები აფეთქდა. დაჯგუფებამ ამაში ისრაელს დასდო ბრალი, თუმცა ისრაელში ოფიციალური კომენტარი ამ საკითხზე არ გაუკეთებიათ.
გარეკანის ფოტო: EPA