ისრაელი აცხადებს, რომ მოკლულია ჰამასის მაღალი რანგის მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცახალი) განაცხადეს, რომ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ღაზის სექტორში მოკლეს ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაური ჰაკამ ალ-ისა.
ცახალის ინფორმაციით, ალ-ისა ჰამასის სამხედრო ფრთის შტაბის უფროსის პოსტს იკავებდა და მონაწილეობდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში.

ს არმიის განცხადებით, ალ-ისა ასევე ხელმძღვანელობდა ღაზის სექტორში ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობასა და ჯარისკაცებზე თავდასხმებს. ისრაელის თავდაცვის ძალები დაპირებას იძლევა, რომ „გაგრძელდება გადამწყვეტი მოქმედებები 7 ოქტომბრის ტერაქტში მონაწილე ყველა პირის ლიკვიდაციისთვის“.

ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმისას, მოკლეს 1000-ზე მეტი ადამიანი. 250-ზე მეტი კი დაატყვევეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ღაზაში ჰამასის ტყვეობაში რჩება დაახლოებით 50 ადამიანი, მათგან ცოცხალია დაახლოებით 20.

2023 წლის ოქტომბრიდან ისრაელის თავდაცვის არმია ღაზის სექტორში ახორციელებს სახმელეთო ოპერაციას. ოფიციალურად გამოცხადებული მიზნებია მძევლების გათავისუფლება და ჰამასის ლიკვიდაცია.

ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დაღუპულია 56 000-ზე მეტი პალესტინელი.

ისრაელური და დასავლური მედიის ცნობით, აშშ ზეწოლას ახდენს ისრაელზე, რათა ომი სწრაფად შეწყდეს და შედგეს ჰამასთან შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების თაობაზე.

მოლაპარაკებებში ისრაელსა და ჰამასს შორის შუამავლები არიან ეგვიპტე და კატარი.

ლიბანური გაზეთის Al Akhbar-ის ინფორმაციით, რომელიც ეყრდნობა ეგვიპტურ დიპლომატიურ წყაროებს, უახლოეს დღეებში ეგვიპტეს ეწვევა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. ვარაუდობენ, რომ მისმა ვიზიტმა შესაძლოა, ისრაელს მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ უბიძგოს – ჯერჯერობით ისრაელს დელეგაცია კაიროში არ გაუგზავნია.

წყაროები ისრაელის შეფერხებულ რეაქციას უკავშირებენ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ან ს მთავრობაში არსებულ შიდა უთანხმოებებს, ან სურვილს, მოიგონ დრო ჰამასზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
ფორუმი