ისრაელი აცხადებს, რომ მიზანში ამოიღებს ჰეზბოლას ფინანსურ დანაყოფს

ისრაელის არმიამ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიზანში ამოიღებს ლიბანში განთავსებული ჯგუფის, ჰეზბოლას ფინანსურ დანაყოფს და რომ უახლოეს საათებში აპირებს, თავს დაესხას “ბევრ სამიზნეს” ბეირუთსა და სხვა ადგილებში.
ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს , ხოლო ევროკავშირს “შავ სიაში” შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს.
ს არმიის პრესმდივნის, დანიელ ჰაგარის თქმით, არმია ბეირუთის სხვადასხვა ნაწილში მყოფი ადამიანებისთვის ევაკუაციის ბრძანებას გაავრცელებს – “ყველა, ვინც იქნება ჰეზბოლას ტერორისტული მოქმედებების დაფინანსებისთვის გამოყენებული ადგილების სიახლოვეს, დაუყოვნებლივ უნდა მოშორდეს მათ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ