ისრაელი აცხადებს, რომ ირანის შტაბის ახალდანიშნული უფროსიც მოკლა

ისრაელმა განაცხადა, რომ ღამით თეირანის ცენტრში მდებარე სამეთაურო ცენტრს დაარტყა და ირანის შტაბის ახალდანიშნული უფროსი ალი შადმანი მოკლა.
ალი შადმანი „საომარი დროის“ შტაბის უფროსად რამდენიმე დღის წინ, პარასკევს, 13 ივნისს დაინიშნა მას შემდეგ, რაც გენერალ-ლეიტენანტი გოლამ ალი რაშიდი ს თავდაპირველ იერიშებს ემსხვერპლა. რაშიდი და შადმანი ხელმძღვანელობდნენ ხათამ ალ-ანბიას ცენტრალურ შტაბს — ერთეულს, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგულარულ არმიასა და ირანის რევოლუციურ გვარდიას.
For the second time in 5 days— the IDF has eliminated Iran’s War-Time Chief of Staff, the regime’s military commander. Ali Shadmani, Iran’s senior-most military official and Khamenei’s closest military advisor, was killed in an IAF strike in central Tehran, following precise… pic.twitter.com/Bq6Z49zeCj — Israel Defense Forces (@IDF) June 17, 2025
ირანს ისრაელის მიერ შადმანის სიკვდილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
გუშინ ისრაელმა ასევე იერიში მიიტანა ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ირანის ბირთვული პროგრამა.
„ვვარაუდობ, რომ ჩვენ მათ ძალიან, ძალიან დიდი ხნით უკან ვაბრუნებთ“, — თქვა მან.
ისრაელმა სამი ძირითადი ირანული ბირთვული ობიექტი დაბომბა.
ისრაელმა 13 ივნისს განაცხადა, რომ ირანში დაიწყო საჰაერო და სადაზვერვო ოპერაცია სახელწოდებით „წამომართული ლომი“, რომლის მიზანსაც ირანის ბირთვული და სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება წარმოადგენდა. საპასუხოდ, ირანმა რაკეტებისა და დრონების გაშვება ისრაელის მიმართულებით.
ირანში, საომარი მოქმედებების დაწყებიდან სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი — 24.