ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ თავს დაესხნენ “ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სახლს ღაზაში.
IDF ამბობს, რომ გამოიყენეს საბრძოლო თვითმფრინავები პოლიტბიუროს უფროსის სახლზე დასარტყმელად. უწყება ამბობს, რომ სახლი “ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა” და “ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრის ადგილი” იყო.
IDF კადრებსაც ავრცელებს:
חטיבת האש 215 באוגדה 162 תקפה הלילה באמצעות מטוסי קרב את ביתו של איסמעיל הנייה, ראש הלשכה המדינית של ארגון הטרור חמאס ששימש כתשתית טרור ובין היתר כמקום מפגש עבור בכירי הארגון>> pic.twitter.com/eCwd4lmrFF— צבא ההגנה לישראל (@idfonline) November 16, 2023