ისრაელი აცხადებს, რომ ბეირუთში თავდასხმის შედეგად, “ჰეზბოლას” მეთაური მოკლეს

დაჯგუფება “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შესახებ ცნობები გავრცელდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ მოკლეს “ჰეზბოლას” უმაღლესი სამხედრო მეთაური. ეს არის ლიბანში დაფუძნებული ჯგუფი, რომელსაც ასევე მხარს უჭერს ირანი.
IDF-მა განაცხადა, რომ მეთაური პასუხისმგებელია შაბათს მომხდარ თავდასხმაზე, რომლის დროსაც დაიღუპნენ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ ს მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, სტადიონზე. “ჰეზბოლამ” ამ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ “ჰეზბოლამ” “წითელი ხაზი გადაკვეთა”.
ლიბანის წითელი ჯვრის ორგანიზაციის განცხადებით, თავდასხმა საცხოვრებელ კორპუსზე იყო, დაიღუპა სულ მცირე ორი და დაშავდა 20 ადამიანი.
IDF აცხადებს, რომ დაღუპულია ფუად შუკრი.