ისრაელი აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ნაწილში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ.
მათი მტკიცებით, ოპერაცია ხორციელდება დაზვერვის ინფორმაციისა და ოპერატიული აუცილებლობის საფუძველზე.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი ძალები “მოიცავენ სამედიცინო გუნდებს და არაბულ ენაზე მოლაპარაკეებს, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრენინგი ამ რთული და მგრძნობიარე გარემოსთვის მოსამზადებლად”.
„ჩვენი მიზანია, არანაირი ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც „ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს”, – აცხადებენ ს თავდაცვის ძალებში.
შეგახსენებთ, „ჰამასი“ უარყოფს, რომ საავადმყოფოს ოპერაციებისთვის იყენებს და საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდებს, მის ტერიტორიაზე შევიდეს და შეამოწმოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას