ისრაელი ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ ჰამასის გვირაბების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს (VIDEO)

ისრაელის თავდაცვის ძალები და შინ ბეთის სააგენტო ქალაქ ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ჰამასის გვირაბების ქსელის ამსახველ მტკიცებულებას ავრცელებს.
ვიდეომასალაში ს ჯარისკაცები აღმოჩენილ გვირაბში გადამღებ მოწყობილობას უშვებენ. IDF-ის თქმით, ვიდეოში საავადმყოფოს ქვეშ, 10 მეტრის სიღრმეზე მდებარე 50 მეტრის სიგრძის გვირაბი ჩანს, რომელსაც აფეთქებისგან დამცავ კარამდე მივყავართ. ისრაელის თქმით, აღნიშნული ვიდეო იმის მტკიცებულებაა, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია ღაზის მცხოვრებლებსა და საავადმყოფოს პაციენტებს ცოცხალ ფარად იყენებს.
OPERATIONAL UPDATE: IDF and ISA forces revealed a significant 55-meter-long terrorist tunnel, 10 meters underneath the Shifa Hospital complex during an intelligence-based operation.

The tunnel entrance contains various defense mechanisms, such as a blast-proof door and a firing… pic.twitter.com/tU4J6BD4ZG— Israel Defense Forces (@IDF) November 19, 2023
15 ოქტომბერს -ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერმა მ განაცხადა, რომ აშშ-ს ინფორმაციით ჰამასს ალ-შიფას საავადმყოფოში სამართავი პუნქტი ჰქონდა გამართული.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მთავარ საავადმყოფოში შეღწევა 15 ნოემბერს შეძლეს. რეიდამდე რამდენიმე დღით ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზაში რანტისის საავადმყოფოს სარდაფს ჰამასი იარაღის შესანახად იყენებდა. ოპერაციისას ისრაელელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს, როგორც იარაღი, ასევე ნიშნები იმისა, რომ სარდაფში ტყვეები, მათ შორის ბავშვები, იყვნენ დატყვევებულები.