მედიაში გავრცელებული ცნობებით, ისრაელის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ჰამასის ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი, მოჰამედ დეიფი, რომელსაც იერუსალიმი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედს უწოდებს, მოკლულია.
13 ივლისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) იერიში მიიტანეს ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც IDF-ის ინფორმაციით, ჰამასის სამხედრო ლიდერები, მათ შორის, მოჰამედ დეიფი და რაფაა სალამე იმყოფებოდნენ.
ხან იუნისის ბრიგადის მეთაურის, რაფაა სალამეს განეიტრალება IDF-მა ერთი კვირის წინ, 14 ივლისს დაადასტურა, თუმცა, აქამდე უცნობი იყო, მოკლული იყო თუ არა მოჰამედ დეიფი.
აქამდე ჰამასი ირწმუნებოდა, რომ ისრაელის დარტყმა დეიფს არ შეხებია, იერიშის შემდეგ იგი “კარგად” არის და ჰამასის სამხედრო ფრთას კვლავ “პირდაპირ ხელმძღვანელობს”.
წყარო: ტაბულა