ადასტურებს, რომ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა პირველად აღიარა, რომ ივლისში თეირანში “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია ისრაელმა განახორციელა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ისრაელ კაცმა ეს კომენტარი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, როდესაც პირობა დადო, რომ მათი სამიზნე იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ხელმძღვანელები იქნებიან. მისი თქმით, ძლიერად დაარტყამს ჰუსიტებს.
„როგორც ჩვენ გავაკეთეთ ჰანიესთან, [იაჰია] სინვართან და [ჰასან] ნასრალასთან თეირანში, ღაზასა და ლიბანში, ჩვენ ასე მოვიქცევით ჰოდეიდასა და სანააში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევის მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა არ დაუსახელებია ვადები, როდის მოხდება შეთანხმების მიღწევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას