ისრაელის ხელისუფლებამ იერუსალიმის მთავარ მუფთის ალ-აქსის მეჩეთში შესვლა აუკრძალა ნახევარი წლით

ისრაელის ხელისუფლებამ იერუსალიმის უმაღლეს მუსლიმ სასულიერო პირს ალ-აქსის მეჩეთის ტერიტორიაზე შესვლა ექვსი თვით აუკრძალა ბოლო ქადაგების გამო, – განუცხადა მისმა ადვოკატმა AFP-ს 6 აგვისტოს.

ადვოკატ ხალდუნ ნაჯემის თქმით, იერუსალიმის მთავარ მუფთის, მუჰამად აჰმად ჰუსეინს, ს მიერ ანექსირებულ ძველ ქალაქში
მდებარე წმინდა ადგილას შესვლა 2026 წლის იანვრამდე აეკრძალა.
ნაჯემის თქმით, ისრაელის პოლიციამ გადაწყვეტილების მიღებამდე მუფთი „არ დაკითხა“ და არც განხილვა მოუწყვია.
პოლიციას, რომელსაც AFP დაუკავშირდა, კომენტარი არ გაუკეთებია.

ჰუსეინის ადვოკატმა განაცხადა, რომ აკრძალვა გამოწვეული იყო მუფთის მიერ ივლისის ბოლოს ალ-აქსაში – ისლამის მესამე უწმინდეს ადგილას და პალესტინის ეროვნულ სიმბოლოში – წაკითხული პარასკევის ქადაგებით, რომელიც, მისი თქმით, „არაფერ მიუღებელს არ შეიცავდა“.

პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa-ს ცნობით, ქადაგებაში ყურადღება გამახვილებული იყო ღაზაში პირობების გაუარესებასა და შიმშილის მზარდ მაჩვენებლებზე იმ ტერიტორიაზე, სადაც ისრაელის თითქმის ორწლიანმა ომმა ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტული დაჯგუფება) წინააღმდეგ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
Wafa-ს თანახმად, ისრაელმა ამ ქადაგების შემდეგ ჰუსეინის წინააღმდეგ რვადღიანი აკრძალვა უკვე გამოაცხადა.
ალ-აქსის კომპლექსი იუდაიზმის უწმინდესი ადგილია, რომელიც ებრაელებისთვის “ტაძრის მთის “სახელითაა ცნობილი.

ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმის და მისი ძველი ქალაქის ანექსია 1967 წელს
მოახდინა. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს ისრაელის მიერ ამ ტერიტორიის ანექსიას.

ამ თვის დასაწყისში, ისრაელელმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა, საჯაროდ ჩაატარა ებრაული ლოცვა ალ-აქსის კომპლექსის ტერიტორიაზე, რითაც დაარღვია ალ-აქსის ტერიტორიაზე ებრაელებისთვის ლოცვის აკრძალვის შეთანხმება.
ალ-აქსას კომპლექსს იორდანიის ისლამური ფონდი მართავს, ხოლო ტაძრის მთას, რომელზეც მეჩეთი მდებარეობს, ისრაელი აკონტროლებს ანექსიის შემდეგ.
ტაძრის მთაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კვლავ ისრაელსა და იორს აკისრიათ, ისრაელის მთავრობა აკონტროლებს შესვლას, ებრაელებსა და ქრისტიანებს, როგორც წესი, შესვლა შეზღუდული აქვთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მათ მხოლოდ ტურისტების სტატუსით შეუძლიათ ამ ადგილის მონახულება, რადგან სტატუს კვო მხოლოდ მუსლიმების ლოცვას უშვებს ტაძრის მთაზე; ებრაელების შესვლის შეზღუდვები ასევე დამოკიდებულია ისრაელის მთავარ რაბინზე , რომელიც მიიჩნევს, რომ ადგილზე ლოცვის ან თაყვანისცემისთვის შესვლა ეწინააღმდეგება იუდაისტური კანონს.

ეს კომპლექსი დიდი ხანია ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობის კერას
წარმოადგენს და ხშირად გამხდარა არეულობის და ძალადობის გამომწვევი მიზეზი.