ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება – ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში მყოფი 4 მძევლის დაღუპვა დაადასტურა. მათივე ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ხან-იუნისში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციის დროს დაიღუპა და ცხედრები კვლავ „ჰამასის“ ხელშია.
ისრაელის ჩრდილოეთით „ჰეზბოლას“ მიერ სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ბოლო ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლებს და იქ მყოფ ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ.
რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ადასტურებს ისრაელის მზაობას, პროგრესი მოხდეს იმ პირობებით, რაც „ჰამასს“ შესთავაზეს, მან აღნიშნა, რომ შტატები, ეგვიპტე და კატარი მზარ არიან „შეთანმხება სრულიად განახორციელონ“.
თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლა „ჰამასი“ ერთადერთი წინაღობაა ცეცხლის შეწყვეტის პროცესში.