ისრაელის შემდეგ, საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი დახმარება ჰქონდა შტატებისგან – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ,,ტვ პირველთან” აცხადებს:
,,ს შემდეგ, საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჰქონდა ჯამურად შტატებისგან. ეს იყო შედეგი რა თქმა უნდა, იმ ძალიან მაღალი ნდობის და რეპუტაციის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა. კი ბატონო გვიჭირდა, კი ბატონო, ღარიბი სახელმწიფო ვიყავით, კი ბატონო, პრობლემები გვქონდა აგრესიულ მეზობელთან, მაგრამ ეს სახელმწიფო იმსახურებდა იმ მხარდაჭერას და პოლიტიკური კაპიტალის გაწირვას მისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აძლევდა. დღეს ეს დადგა ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე. ჩვენ რეპუტაცია შეგვილახა “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ქვეყანას. “ქართული ოცნება” ძალიან მალე შეიცვლება, მაგრამ ამ რეპუტაციის და ნდობის აღდგენას გაცილებით უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ეს 26 ოქტომბერი”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად, ამიტომ არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირებულია

ირაკლი კობახიძე – გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, რაც შეეხება შიმშილობას, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას

ირაკლი კობახიძე – სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ბევრი აქვთ დასამალი – მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას