ისრაელის ღაზის დივიზიის მეთაური პოზიციას 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო ტოვებს

ისრაელის გენერალმა, ავი როზენფელდმა, რომელსაც ღაზის სექტორის შემოგარენი ებარა, საკუთარი პოზიცია ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო დატოვა.
“7 ოქტომბერს მე ვერ შევასრულე ჩემი ცხოვრებისეული მისია, დამეცვა [ღაზის მოსაზღვრე დასახლებები].” – ნათქვამია ღაზის დივიზიის მეთაურის, ბრიგადის გენერალი ავი როზენფელდის წერილში.
ს თავდაცვის ძალებში თქვეს, რომ ღაზის დივიზიის გენერალს ახლო მომავალში ჩაანაცვლებენ.
როზენფელდი არის ისრაელის თავდაცვის ძალების მეორე დიდი რანგის მქონე ოფიცერი, რომელმაც 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო თანამდებობა დატოვა. აქამდე, აპრილში, ასე მოიქცა სამხედრო დაზვერვის სამმართველოს მეთაურიც.
“გადავწყვიტე დავტოვო 143-ე დივიზიის (ღაზის დივიზიის) მეთაურის ჩემი პოზიცია და დავასრულო ისრაელის თავდაცვის ძალებში მსახურობა, როგორც მეთაურის პასუხისმგებლობით… ყველამ უნდა აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და მე ვარ ის, ვინც 143-ე დივიზიას უძღვებოდა.” – წერს გენერალი ავი როზენფელდი.
7 ოქტომბერს ჰამასის 3000-მდე ტერორისტი ღაზის სექტორის მოსაზღვრე ებრაულ დასახლებებში შეიჭრა და ისრაელის 1200-მდე მოქალაქე, როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი პირები, დახოცეს. გაიტაცეს 251 ადამიანი. სწორედ ამ მოვლენას მოჰყვა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჯერ იერიშების ესკალაცია, შემდეგ კი სახმელეთო ოპერაციის დაწყება.