ისრაელელმა კანონმდებლებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც ისრაელის მოქალაქეების მკვლელი ტერორისტებისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტს მხარი 39-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 16 კი წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტის თანამად, ისრაელის სასამართლოებმა სიკვდილით დასჯა უნდა მიუსაჯონ ისრაელის მოქალაქის ნაციონალისტური მოტივით მკვლელობის ჩამდენ პირებს, ამავდროულად, დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო სასამართლოებში მომსახურე მოსამართლეებს უფლება აქვთ, დამნაშავეებს სიკვდილით დასჯა უბრალო უმრავლესობით მიუსაჯონ და ამისთვის ერთსულოვანი გადაწყვეტილება საჭირო არ იყოს. კანონპროექტი ასევე გამორიცხავს რეგიონული სამხედრო მეთაურების მიერ ასეთი სასჯელების შეცვლის შესაძლებლობას.
კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებისთვის ის კიდევ ორი მოსმენით უნდა მიიღონ.




