ისრაელის ქნესეთმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგება

ისრაელის ქნესეთმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგება, – ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრ ს კოალიციაში მყოფმა პარტიებმა, ოპოზიციის მემარჯვენე პარტიებთან ერთად და ბენი განცის ცენტრისტულმა „ეროვნული ერთიანობის“ პარტიამ.
რეზოლუცია 68 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღეს და ის სრულად უარყოფს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, ისრაელთან მოლაპარაკების შედეგადაც კი.
ს ქნესეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება იორდანიის დასავლეთით პალესტინის სახელმწიფოს შექმნას. ისრაელის მიწის შუაგულში პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის ისრაელის სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს, გააგრძელებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს და დესტაბილიზაციას მოახდენს რეგიონში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ასევე დაგაინტერესებთ