3 მარტს დილით ისრაელის ქალაქ ჰაიფაში თავდასხმა მოხდა ავტობუსის გაჩერების მახლობლად. მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა მინიმუმ ოთხი. ამის შესახებ Times of Israel და Haaretz იტყობინებიან.
დაღუპულია 70 წლის მამაკაცი. დაჭრილთა შორის არიან ერთი მოზარდი, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამი მათგანის ჭრილობები სერიოზულია, წერს Times of Israel ექიმებზე დაყრდნობით.
როგორც პოლიცია იტყობინება, თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“. ასევე იტყობინებიან, რომ ბოროტმოქმედი შეიძლება ორი იყო, ერთი დანით, მეორე – ცეცხლსასროლი იარაღით.
პოლიციაში ინციდენტს ტერორისტული თავდასხმა უწოდეს და განაცხადეს, რომ მიმდინარეობს თავდამსხმელის ვინაობის დადგენა. ცნობილია, რომ ის ისრაელის მოქალაქე იყო.
