ისრაელის უშიშროების ძალებმა „ჰამასის“ ლიდერის და დააკავეს

ისრაელის უშიშროების ძალებმა „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს და თელ-შევაში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიისა და პოლიციის ცნობით, დაკავებული „ჰამასთან“ კავშირსა და ტერორის მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციის განცხადებაში მითითებულია, რომ დაკავებული „ჰამასის“ ლიდერის ახლო ნათესავია. მედიის ცნობით, იგი 57 წლის ზებაჰ აბდელ სალემ ჰანიეა.
ეჭვმიტანილი, რომლის დაკავებაშიც რამდენიმე დეპარტამენტი იყო ჩართული, საკუთარ სახლში აიყვანეს. მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა მისი სახლის ჩხრეკის დროს დოკუმენტები, მობილურები და სხვა მტკიცებულებები იპოვეს, რომლებიც დანაშაულებში მის მონაწილეობაზე მიუთითებს.