ს უშიშროება ღაზაში გაეროს სააგენტოს 190-მდე წარმომადგენელს ადანაშაულებს ჰამასსა და “ისლამურ ჯიჰადთან” კავშირებში

ისრაელის დაზვერვის დოსიე, რომელმაც არაერთ ქვეყანას უბიძგა, დაფინანსება შეეჩერებინა გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოსთვის (UNRWA), მოიცავს ბრალდებებს, რომ სააგენტოს თანამშრომელთა ნაწილმა გასული წლის 7 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ისრაელში მომხდარ გატაცებებსა და მკვლელობებში, რასაც ღაზაში ომი მოჰყვა.
დოსიე ექვსი გვერდისგან შედგება და მას გაეცნო “როიტერსი”, რომლის თანახმად, დოსიეში გამოთქმულია ბრალდება, რომ UNRWA-ის 190-მდე თანამშრომელი (მათ შორის მასწავლებლები) ამავდროულად იყო ჰამასის თუ “ისლამური ჯიჰადის” ექსტრემისტი. დოსიეში მოტანილია 11 მათგანის სახელები და ფოტოები.
პალესტინელები ისრაელს ინფორმაციის გაყალბებაში სდებენ ბრალს, UNRWA-ის დისკრედიტაციის მიზნით. UNRWA აცხადებს, რომ ბრალდებების გავრცელების შემდეგ რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.
11-დან ერთ-ერთია სკოლის თანამშრომელი, რომელიც ს ბრალდების თანახმად, 7 ოქტომბერს თავის ვაჟს დაეხმარა ქალის მოტაცების პროცესში – რა ტიპის იყო ეს დახმარება, დაზუსტებული არ არის.
კიდევ ერთი პირია სააგენტოს სოციალური მუშაკი, რომელსაც ბრალს სდებენ ისრაელელი სამხედროს ცხედრის ღაზაში გადატანის პროცესში დაუზუსტებელი ფორმით მონაწილეობასა და რეიდების მომწყობთა და იარაღის მიმწოდებელთა მანქანების გადაადგილების კოორდინირებაში.
მესამე პალესტინელს ბრალს სდებენ ისრაელის სასაზღვრო სოფელ ბეერიში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობაში, მეოთხეს – ქალაქ რეიმზე თავდასხმაში მონაწილეობაში.
ბრალდება, რომ 190-მდე თანამშრომელს აქვს კავშირები ექსტრემისტებთან, მიემართება UNRWA-ის თანამშრომელთა 15-მდე პროცენტს. სააგენტოს ეგიდით ღაზაში 13 000 პირი მუშაობს.
დოსიეს შესახებ დასმულ კითხვას UNRWA-ის პრესმდივანმა უპასუხა, რომ გაეროს მიერ წარმოებული გამოძიების გამო კომენტარს ვერ აკეთებს.
10-ზე მეტმა ქვეყანამ შეაჩერა სააგენტოს დაფინანსება. მათ შორის არიან და გერმანია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი