ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით, ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მკვლელობის მოწყობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე დააკავეს

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით, ირანის მიერ ს მკვლელობის მოწყობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით ს მოქალაქე დააკავეს.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის შინ ბეთისა და ისრაელის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციამ გასულ თვეში დააკავა და მისი მისიის სამიზნეებს შინ ბეთის ხელმძღვანელი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი წარმოადგენდნენ.
ეჭვმიტანილს, 73 წლის მოტი მამანს, ბრალი დღეს წაუყენეს.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების გამოძიების თანახმად, მამანი ბიზნესმენია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა და თურქეთისა და ირანის მოქალაქეებთან საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა. ასევე, დაკავებული ირანში ორჯერ იქნა გადაყვანილი და მისიის შესასრულებლად თანხა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ