ისრაელის უსაფრთხოების სააგენტო შინ ბეთმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც, ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიისკენ აგვისტოში ყველაზე მეტი რაკეტა გაუშვეს, ვიდრე რომელიმე სხვა თვეში „ჰამასის“ გასული წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ.
The Times of Israel-ის ცნობით, შინ ბეთის მონაცემები აჩვენებს, რომ აგვისტოს განმავლობაში „ჩრდილოეთის ფრონტიდან“, რომელიც გულისხმობს ლიბანს და სირიას, ისრაელისკენ 1 307 რაკეტა გაისროლეს, ივლისში – 1 091, ივნისში – 855, მაისში – 1000, აპრილში – 744, მარტში – 746, თებერვალში – 534 და იანვარში – 334.
აღსანიშნავია, რომ რაკეტების უმეტესი ნაწილი ლიბანიდან გაისროლეს.
ამასთან, შინ ბეთის მონაცემებით, აგვისტოში ისრაელის მიმართულებით ღაზიდან მხოლოდ 116 რაკეტა გაისროლეს.