ისრაელის ტანკებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ღაზაზე

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა 8 ივლისს დილით ცეცხლი დაუშინეს ქალაქ ღაზას და ქალაქის ცენტრისკენ სატანკო კოლონები გაგზავნეს სხვადასხვა მიმართულებიდან.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იერიში იყო 7 ოქტომბრის შემდეგ.
ღაზის სექტორის საგანგებო ვითარებათა სამოქალაქო სამსახურმა, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი აკონტროლებს (-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული), განაცხადა, რომ, მათი ინფორმაციით, ათობით ადამიანი იქნა მოკლული ღაზის აღმოსავლეთ რაიონებში, მაგრამ ს არმიის მიმდინარე შეტევის გამო საგანგებო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო მათთან მიღწევა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ღაზის სექტორში ოპერაციას ატარებს სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და მწყობრიდან გამოიყვანა 30 მებრძოლი, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ ისრაელის ჯარებისთვის.
· 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ.
· ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა.
· ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.
· 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ტყვეობაში რჩება 120-ზე მეტი. მათგან 41 დაღუპულადაა მიჩნეული.
· ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე დაიღუპა 38 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
· ისრაელს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია ადანაშაულებს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს საკითხის განხილვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ სა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის თაობაზე ღაზის სექტორში სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებით.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“

ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – „სამართლიან არჩევნებს“ პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ