ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალი თანამდებობის პირი, გენერალი რაზი მუსავი სირიის დედაქალაქ დამასკოში ისრაელის საჰარო თავდასხმის შედეგად მოკვდა. ინფორმაცია ამის შესახებ ირანულმა მედიამ გაავრცელა.
გენერალი რაზი მუსავი პასუხისმგებელი იყო ირანსა და სირიას შორის სამხედრო ალიანსის კოორდინაციაზე. ის ასევე ხელმძღვანელობდა ირანისგან მხარდაჭერილი ორგანიზაციების, მათ შორის ჰეზბოლას შეიარაღებით მომარაგებას.
ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ დაიფიცა, რომ ისრაელი აუცილებლად გადაიხდის ამ დანაშაულისთვის.
“ეჭვის გარეშე, ეს ქმედება ფრუსტრაციის და რეგიონში სიონისტური რეჟიმის უზურპირების უუნარობის ნიშანია” – თქვა რაისიმ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ სირიაში საჰაერო იერიშები მიიტანეს.