ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზაში 12 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა ღაზაზე. შედეგად, მოკლულია 12 ადამიანი. მათ შორის არიან ჟურნალისტი და მისი ოჯახი. ინფორმაცას ამის შესახებ ადგილობრივი მედიკოსები ავრცელებენ. “ჰეზბოლასთან” ლიბანში გამწვავებული ბრძოლების ფონზე კი, ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ბრძოლები შეამსუბუქა.
“ჰამასის” მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვაფა ალ-უდაინი, ჟურნალისტი იყო, რომელიც სტატიებს ომის შესახებ ინგლისურ ენაზე წერდა და მხარს უჭერდა პალესტინელთა ხედვას. მათი ცნობით, ჟურნალისტი მაშინ მოკლეს, როდესაც რაკეტამ მის სახლს დაარტყა. ეს ქალაქ დეირ ალ-ბალახში მოხდა. ინციდენტის დროს ასევე დაიღუპნენ ჟურნალისტის ქმარი და მათი ორი შვილი.
მომხდარზე ს ჯარს კომენტარი არ გაუკეთებია.
უდაინის მკვლელობამ, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის შეტევისას დაღუპული პალესტინელი ჟურნალისტების რაოდენობა 174-მდე გაზარდა, განაცხადეს “ჰამასის” მიერ მართული ღაზის წარმომადგენლებმა.
მეორე თავდასხმის შედეგად, ერთი პალესტინელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა რაფაში, ეგვიპტის საზღვართან, ხოლო ჩრდილოეთ ქალაქ ბეიტ ჰანუნში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრნენ სხვები, აცხადებენ მედიკოსები.
მოგვიანებით, ორშაბათს, ისრაელის საჰაერო თავდასხმა მოხდა სახლზე ნუსეირატში, ღაზის სექტორის რვა ლტოლვილთა ბანაკიდან ერთ-ერთზე, დაიღუპა ექვსი ადამიანი, აცხადებენ ჯანდაცვის წარმომადგენლები.
ისრაელმა ომი გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის პასუხად. „ჰამასმა“ თავდასხმის დროს 1 200 ისრაელელი მოკლა, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფებამ 250 ადამიანი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის მიერ დაწყებული საპასუხო ომის შედეგად, პალესტინელთა შორის მსხვერპლმა 40 000-ს გადააჭარბა. ისინი არ აკონკრეტებენ, დაღუპულთა შორის, რამდენი მეომარია და რამდენი – მშვიდობიანი მოქლაქე. თავის მხრივ, მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომში, „ჰამასის“ 17 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა.

ასევე დაგაინტერესებთ