ისრაელის საჰაერო დარტყმებს ღაზაში, სულ მცირე, 38 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა კვირას ღაზაში დარტყმების ტალღა დაიწყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 პალესტინელი დაიღუპა, – ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა და 304 დაიჭრა.
კვირას გვიან ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ დარტყმები განახორციელეს ჰუსიტების სამიზნეებზე ჰოდეიდას, რას ისა და სალიფის პორტებში, ასევე იემენში რას კანტიბის ელექტროსადგურზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში გაემგზავრა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს უზრუნველყოს ღაზაში დაკავებული მძევლების დაბრუნება და იმ საფრთხის მოხსნა, რასაც „ჰამასს“ უქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?