ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ს სახელმწიფოს პრეზიდენტთან ისააკ ჰერცოგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
პრემიერის თქმით, აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს მიღმა”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.