ისრაელის სამხედროები: სურსათით დატვირთული ავტომანქანები პირველად შევიდნენ ღაზაში აშდოდის ნავსადგურიდან

Reuters-ის ცნობით, ს სამხედროებმა 17 აპრილს განაცხადეს, რომ სურსათით დატვირთული მანქანები პირველად შევიდნენ ალყაშემორტყმულ ღაზის სექტორში ისრაელის ქალაქ აშდოდის ნავსადგურიდან მას შემდეგ, რაც მთავრობამ გადაწყვიტა ნავსადგურის გახსნა ჰუმანიტარული დახმარებებისთვის.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) რვა, ფქვილით დატვირთული, სატვირთო მანქანა შევიდა დღეს ღაზის სექტორში აშდოდის პორტიდან”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დასძენს, რომ სატვირთო მანქანებმა უშიშროების შემოწმება გაიარეს ნავსადგურში და შემდეგ შეუშვეს ღაზაში საკონტროლო-გამშვები პუნქტის, კერემ-შალომის გავლით, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს.
შარშან 7 ოქტომბერს ისრაელში ჰამასის (-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული) შეჭრის შემდეგ, რასაც 1200-მდე პირი ემსხვერპლა, პალესტინელთა ტერიტორია, ღაზის სექტორი ალყაშემორტყმულია და იბომბება ისრაელის მიერ. მჭიდროა დასახლებულ რეგიონში განადგურდა ინფრასტრუქტურა, სურსათის და სასმელი წყლის, ასევე მედიკამენტების და სამედიცინო მომსახურების დეფიციტია.
ექვსი თვის განმავალობაში ისრაელის არმიის მიერ დაბომბვას ემსხვერპლა 33 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
ისრაელი აცხადებდა, რომ მისი მიზანია ჰამასის სრული განადგურება.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამო მოლაპარაკება, რომელსაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ინტენსიური შეტანა და ისრაელში იერიშისას გატაცებული მძევლების გათავისუფლება უნდა მოჰყვეს, გაჭიანურებულია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი