ისრაელის სამხედროები ალ-შიფას ჰოსპიტლის დირექტორის დაკავებას ადასტურებენ

ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორის უდიდესი საავადმყოფოს ალ-შიფას დირექტორის დაკავებას ადასტურებენ. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, დაკავებული დირექტორი აბუ სალამია. ს უშიშროების ძალებმა ექიმი დაკითხვაზე უკვე გადაიყვანეს.
„ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ იპოვეს იმის მტკიცებულებები, რომ ალ-შიფას დირექტორი აბუ სალამი „ჰამასის“ დავალებას და დირექტივას ასრულდება“, – წერს მედიასაშუალება.
ამ ეტაპზე უცნობია დირექტორის დაკავების შესახებ დამატებითი დეტალები.
ინფორმაციისთვის, ისრაელის ძალები ამტკიცებდნენ, რომ ღაზას უდიდესი ჰოსპიტალი „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრად გამოიყენებოდა.
15 ოქტომბერს -ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერმა მ განაცხადა, რომ აშშ-ს ინფორმაციით ჰამასს ალ-შიფას საავადმყოფოში სამართავი პუნქტი ჰქონდა გამართული.
15 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალები ალ-შიფას ჰოსპიტალში შევიდნენ.